ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ჩხიკვაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა. ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ). აბულაძემ ინდოელი მოჭიდავე 9:1 დაამარცხა, ჩხაიძემ კი აზერბაიჯანელ ალიევს ანალოგიური ანგარიშით მოუგო.
ხვალ, 23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.