ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ-ში ბულგარელმა სემენ ნოვიკოვმა ნახევარფინალში უნგრელ ლოსონჟის 3:1 სძლია და ქართველ ფალავანს, ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა.
ხვალ, 8 აგვისტოს ჩვენი მოჭიდავე რეპეშაჟში დანიელ ბისულტანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ლოსონჟის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
6 აგვისტოს 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.