ბექსტრემი, გეცლაფი, პარეიკო - NHL-მა დღის მოთამაშეები დაასახელა
ბექსტრემი, გეცლაფი, პარეიკო - NHL-მა დღის მოთამაშეები დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL), თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი მოთამაშე დაასახელა.

პირველ ვარსკვლავად ვაშინგტონის თავდამსხმელი ნიკლას ბექსტრემი დასახელდა, რომელმაც ნიუ-ჯერსისთან მატჩში (6:3), 4ქულა (3+1) დააგროვა. მეორე საუკეთესო მოთამაშე გახდა რაიან გეცლაფი, მან ანაჰაიმის შემადგენლობაში გადამწყვეტი შაიბა დამატებით დროში კაროლინას გაუტანა (2:1). მესამე ვარსკვლავი კი სენტ-ლუისის მცველი კოლტონ პარეიკოა, მის ანგარიშზეც გადამწყვეტი შაიბაა კოლორადოსთან მატჩში (3:2).