ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ ფლობს, საკუთარ გუნდში დავიდ სილვა მიიწვია.
როგორც The Independent იუწყება 2020 წლის ზაფხულში დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს და შესაბამისად, ახალი გუნდი უნდა მოძებნოს. წყაროს ინფორმაციით, დავიდ სილვას საკუთარ კლუბში დავიდ სილვას დევიდ ბექჰემი ეპატიჟება, თავად სილვა კი ამ წინადადებით დაინტერესებულია.
33 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში კი მოედანზე სულ ორჯერ გავიდა.
დავიდ სილვა 2006-2018 წლებში ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად დავიდ სილვამ ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.