ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ლომთაძე (61 კგ.) მერვედფინალიდან ჩაერთო.
მისი პირველი მეტოქე სენეგალელი ადამა დიატა იყო. ლომთაძე პირველივე წუთებიდან აქტიურობდა და მალე ოთხი ქულით დაწინაურდა. ქართველმა ფალავანმა ინიციატივა არც ბრძოლის მიმდინარეობისას დათმო და საბოლოო ჯამში 6:0 იმარჯვა.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ღირსებას ოთხი სპორტსმენი იცავს. ავთო კენჭაძე ტურნირის მერვედფინალშია, ამინაშვილი მერვედფინალში დამარცხდა და მედლისთვის იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ მისი პოლონელი ზბიგნიევ ბარანოვსკი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა. რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს (125 კგ.), მას ჯერ პირველი შეხვედრა არ ჩაუტარებია.