სანდრო ამინაშვილი ზბიგნიევ ბარანოვსკისთან დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
სანდრო ამინაშვილი ზბიგნიევ ბარანოვსკისთან დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) მერვედფინალურ შეხვედრაში პოლონელ ბარანოვსკის დაუპირისპირდა.

ინიციატივა თავიდანვე პოლონელმა ათლეტმა ჩაგიდო ხელთ და პირველი ქულებიც მან მოიპოვა. პირველი ნახევარი ბარანოვსკიმ 3-0 მოიგო. უპირატესობას მეორე ნახევარშიც პოლონელი ფლობდა და ამინაშვილის ჩამორჩენა ცხრა ქულამდე გაიზარდა. ქართველმა ბრძოლის შემობრუნება და სათავისოდ დასრულება ვერ მოახერხა. იმ შემთხვევაში თუ ზბიგნიევ ბარანოვსკი ტურნირის ფინალში გავა, სანდრო ამინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ამინაშვილმა პირველი ბრძოლა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართა და კოლუმბიელი კარლოს მენდესი 6-2 დაამარცხა.

 

დატოვე კომენტარი