ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ 18-ქულიანი გამარჯვება ევროთასზე (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ევროთასზე მეოთხე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ესპანელები თურქეთს ეწვივნენ და „ბურსასპორთან“ 94:76 მოიგეს.
ბექა სათადარიგო იყო, 13 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 2 სამქულიანიდან ერთი და 1 ორქულიანი ჩააგდო.
მატჩის ბომბარდირი ბურჯანაძის თანაგუნდელი ჯონ შურნა გახდა – 18 ქულა.
„გრან კანარია“ ევროთასზე მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს იტალიურ „ტრენტოსთან“ შინ გამართავს.