ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ბეტისის“ ძლევით გასავარდნ ზონას თავი დააღწია
ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ბეტისის“ ძლევით გასავარდნ ზონას თავი დააღწია

სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ „გრან კანარია“ აუტსაიდერებში გაერეოდა, თუმცა სეზონის დასაწყისში გუნდს თამაშის დალაგება გაუჭირდა და რამდენიმე ტურის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეც იყო.

თუმცა ბოლო თვეს თამაშიც გამოასწორა და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა. „რეალ ბეტისის“ ძლევით (78:54) კუნძულელებმა 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზე აინაცვლეს და სამი მოგებითღა ჩამორჩებიან საპლეიოფო ზონის წარმომადგენლებს.

„ბეტისთან“ ბექა ბურჯანაძემ 16 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის თანაგუნდელ სლაგთერს ბომბარდირობისთვის 13 ქულაც ეყო.

„გრან კანარია“ მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს „მანრესასთან“ გამართავს.