ბექა ბურჯანაძის 17 ქულა „ბილბაოსთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (ვიდეო)
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გამართა „გრან კანარიამ“, რომლის ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს. კუნძულელებმა სტუმრად „ბილბაო“ დაამარცხეს (90:97). ბურჯანაძემ კი ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 20:44 წუთში 17 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„გრან კანარიას“ ბომბარდირი ჯონ შურნა გახდა, რომელმაც ბურჯანაძეზე ორით მეტი ქულა მიითვალა. გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ვეტერან გამთამაშებელ ომარ კუკს, რომელმაც 16 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა.
„გრან კანარიას“ 4-4 მოგება-წაგება აქვს და ორ გუნდთან მეექვსე-მერვე ადგილებს ინაწილებს. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს საკუთარ არენაზე „მურსიასთან“ გამართავს.