ბექა ბურჯანაძემ მარცხით მაგრამ შედეგიანად დაიწყო [ვიდეო]

ესპანეთის „ლიგა ენდესას“ პირველ ტურში, თავისი შეხევდრა გამართა ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოა ბასკეტმა“. სან სებასტიანურმა გუნდმა, საკუთარ დარბაზში „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და საბოლოოდ შეხვედრა 16 ქულიანი სხვაობით -60:76 დათმო.

ახლად ტრავმამოშუშებულმა ბურჯანაძემ ფიცარნაგზე 16:19 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 5-ქულა; 5- მოხსნა; 1 პასი და ორი დაფარება ჰქონდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ორქულიანი ერთხელ ისროლა და მიზანსაც უწია. ბექას ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა საჯარიმოს ხაზიდანაც (3-3), რაც შეეხება სამქულიანებს, ამ კომპონენტში სიზუსტემ უმტყუნა. მან პერიმეტრიდან ორჯერ ისროლა და ორივეჯერ უშედეგოდ.  ბექამ ოთხჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა ბურთი, ერთელ კი მეტოქის სამწამიანში იმარჯვა.

ბურჯანაძის „გიპუზკოა ბასკეტი“ მომდევნო ტურში-3 ოქტომბერს „სარაგოსას“ ესტუმრება.