ბექა ბურჯანაძე სევილიაში დაბრუნდა #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძე სევილიაში დაბრუნდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი ბექა ბურჯანაძე კარიერას სევილიის „ბეტისში“ განაგრძობს.

ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ეს გუნდი ახალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება, გამოცდილმა მწვრთნელმა ხოან პლაზამ ბექას გარდა ლატვიის ნაკრების უკანახაზელი დაირის ბერტანსიც დაიმატა.

ბექასთვის სევილია უცხო ქალაქი არ არის – 27 წლის კალათბურთელი სევილიის „კახასოლში“ 15 წლის ასაკში ჩაირიცხა, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ტაირონ ელისი დახვდა.

მას მერე ბურჯანაძემ ითამაშა „ლა კორუნიაში“, „ანდორაში“, „გიპუსკოასა“ და „გრან კანარიაში“. ესპანეთში საუკეთესო სეზონი 2018-19 წლებში ჰქონდა, როდესაც 32 მატჩში საშუალოდ 11.7 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა.