საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა მინსკის ევროპული თამაშების მესამე დღეც. ქართველმა სამბისტებმა საკუთარ ყულაბას ხუთი მედალი შემატეს. სამბოში ასპარეზობა დღეს დასრულდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.
საქართველოს პირველ არხთან საკუთარ წარმატებაზე მძიმეწონოსანმა ბექა ბერძენიშვილმაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შედეგისთვის ოთხი წელი ემზადებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამბისტებმა ტურნირზე 11 მედალი (ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი, ხუთი ბრინჯაო) მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ.