ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ ბარბაროსი ტერორისტები და არა ისრაელის თავდაცვის ძალები
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ ბარბაროსი ტერორისტები და არა ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლები „ბარბაროსი ტერორისტები“ არიან.

ისრაელის მთავრობის მეთაური უარყოფს ინფორმაციას, რომ დარტყმა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს.

„მთელმა მსოფლიომ იცის: ისინი, ვინც თავს დაესხნენ ღაზის ჰოსპიტალს, არიან ბარბაროსი ტერორისტები და არა ისრაელის თავდაცვის ძალები“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. „ჰამასმა“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა. „ჰამასის“ ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წარუმატებლად გასროლილ რაკეტაზე, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა, პასუხისმგებელია „ისლამური ჯიჰადი.“