ისრაელის თავდაცვის ძალები - „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილ რაკეტაზე, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა
ისრაელის თავდაცვის ძალები - „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილ რაკეტაზე, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა

ისრაელელი სამხედროები განზრახ საავადმყოფოს არ დაუმიზნებდნენ, – ამის შესახებ „ბიბისისთან“ საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრის უფროსმა მრჩეველმა, მარკ რეგევმა განაცხადა.

„უმაღლესი ხელისუფლებისგან ახლახან მიღებული ინფორმაციით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო ისრაელის ბრძანება, ჩამოვარდნილი რაკეტა იყო „ჰამასის“ რაკეტა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალზე თავდასხმა იყო პალესტინელი მხარის მიერ გასროლილი სარაკეტო სროლისგან გამოწვეული.

„დაზვერვა მრავალი წყაროდან მიუთითებს იმაზე, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა”, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. „ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმას სამხედრო დანაშაულს უწოდებს. „ჰამასის“ ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.