ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა

ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელი ღაზას სექტორში საჰაერო ოპერაციას ახორციელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სახმელეთო ძალები ღაზას სექტორის საზღვრიდან სატანკო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ. ამასთან, გრძელდება მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ისრაელის ქალაქებზე.

„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა. ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.