მინსკში პრეზიდენტის სახელობის ტურნირზე ერთმანეთს ბელორუსისა და რუსეთის იუნიორთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
რუსეთის ეროვნულმა გუნდმა მასპინძლები დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:0.
ბელორუს და რუს სპორტსმენებს შორის შელაპარაკება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც 20 ჰოკეისტი მონაწილეობდა.
„მსაჯებს ძალიან გაუჭირდათ მოჩხუბრების გაშველება და დაშოშმინება“ – წერია ბელორუსის ჰოკეის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.