ბელორუსი-რუსეთის თამაში დიდ ჩხუბში გადაიზარდა | ჰოკეი (ვიდეო)

მინსკში პრეზიდენტის სახელობის ტურნირზე ერთმანეთს ბელორუსისა და რუსეთის იუნიორთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

რუსეთის ეროვნულმა გუნდმა მასპინძლები დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:0.

ბელორუს და რუს სპორტსმენებს შორის შელაპარაკება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც 20 ჰოკეისტი მონაწილეობდა.

„მსაჯებს ძალიან გაუჭირდათ მოჩხუბრების გაშველება და დაშოშმინება“ – წერია ბელორუსის ჰოკეის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

დატოვე კომენტარი