საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი პიერ-ედუარდ ბელმარი „ვეგასიდან“ „კოლორადოში“ გადავიდა.
34 წლის ჰოკეისტმა ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა, იტყობინება კლუბის პრეს-სამსახური. ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) 2018/2019 წლების სეზონში ბელმარმა 76 მატჩი ჩაატარა და 15 (6+9) ქულა დააგროვა.
პლეი-ოფის ექვს მატჩში მან ქულაც ვერ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრამვის გამო გამოტოვა.