ბელგია კიევში საელჩოს მუშაობას განაახლებს
ბელგია კიევში საელჩოს მუშაობას განაახლებს

ბელგია კიევში საელჩოს მუშაობის განახლებისთვის ემზადება. The Brussels Times წერს, რომ ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოფი ვილმესმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბელგიის საელჩო კიევში უსაფრთხოების მიზნით მარტის დასაწყისში დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კიევში მუშაობას ანახლებს ევროკავშირის საელჩო.

უკრაინაში ევროკავშირის ელჩი მატი მაასიკასი კიევში პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად ჩავიდა.