ბელარუსში დღეს გამართულ აქციებზე 140-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ბელარუსში დღეს გამართულ აქციებზე 140-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში დღეს გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 140-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აქციები მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. აქციებზე დაკავებულთა შორის ორი ჟურნალისტი და რამდენიმე არასრულწლოვანია.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.