ბელარუსის სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა
ბელარუსის სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა

ბელარუსის სპეცდანიშნულების რაზმმა მთავრობის საწინააღმდეგო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 11 ოქტომბერს პოლიციამ გამოიყენა ყველაზე სასტიკი ტაქტიკა მომიტინგეების წინააღმდეგ აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ბელარუსის საპროტესტო აქციების მონაწილეები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. აქციები ქვეყნის დედაქალაქ მინსკის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია აქციის მონაწილეებს ეზოებშიც კი დევნიდა. ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში სამართალდამცველებმა 150-მდე ადამიანი დააკავეს.

დატოვე კომენტარი