ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ვალერი ცეპკალომ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების სანაცვლოდ ჯილდოს დაწესების პირობა დადო
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ვალერი ცეპკალომ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების სანაცვლოდ ჯილდოს დაწესების პირობა დადო

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ვალერი ცეპკალომ ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების სანაცვლოდ ჯილდოს სახით 11 მილიონი ევროს დაწესების პირობა დადო.

როგორც ცეპკალო ამბობს, ჯილდო ევროპული კანონმდებლობითაა გარანტირებული.

იდეის ავტორები ამბობენ, რომ ჯილდოს თანხის შეგროვებას ე.წ. კრაუდფანდინგით არის დაგეგმილი.

ცეპკალოს თქმით, ამ მიზნით თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამასთან, გადასარიცხი თანხა ანგარიშიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოიჭრება, თუ ალექსანდრ ლუკაშენკოს მართლაც დააკავებენ.