ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს
ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება საბჭომ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა.

„დიალოგი შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი შესაძლო გამოსავალია“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.

ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საომარი გზიდან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზაზე გადასვლა, ვიდრე გვიანი არ იქნება.

საკოორდინაციო საბჭო ალექსანდრ ლუკაშენკოს ურჩევს, არ დააკავოს ახალი პოლიტპატიმრები, არამედ გაათავისუფლოს უკვე დაკავებულები.