ბელარუსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩემპიონატის გაგრძელებას ემხრობა
ბელარუსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური პუნტუსმა (რომელიც, ამჟამად ჟოდინოს „ტორპედოს“ ხელმძღვანელია) კორონავირუსის პანდემიის დროს ეროვნული ჩემპიონატის გაგრძელების შესახებ ილაპარაკა:
„მე არ შემიძლია ვთქვა, რომ პანიკაში ვარ, რადგან ვთამაშობთ. თუ ჩვენი დიდი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დღეს ასე უნდა ვიცხოვროთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, მაშინ მე და ჩემი გუნდი სათამაშოდ მზად ვარ“, – პუნტუსის კომენტარს „პრესბოლი“ აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ჩემპიონატი არის ერთადერთი ევროპული საფეხბურთო ტურნირი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა.