საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბელარუსთან მეორე შეხვედრა ეფექტური გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბელარუსთან მეორე შეხვედრა ეფექტური გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველო ფუტსალის ნაკრებმა ბელარუსის ეროვნულ გუნდთან დღეს, 4 სექტემბერს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ეს ამ გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა იყო. პირველი მატჩიც ბათუმში 3 სექტემბერს ჩატარდა და ფრედ, 1:1 დასრულდა. ამჯერადაც ბელარუსმა საქართველოს ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ანგარიში მხოლოდ 30-ე წუთზე გაიხსნა. გოლი ავთანდილ ასათიანის გუნდმა ეფექტურად გაიტანა. შაგინიას კუთხურის შემდეგ არჩილ სებისკვერაძემ ძლიერად დაარტყა და მეტოქის კარი ულამაზესი გოლით აიღო. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველომ 1:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მზადებას აგრძელებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა. ფინალური ეტაპი 2022 წლის იანვარს ნიდერლანდებში გაიმართება.