ბელარუსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჩეხეთში დააკავეს #1TVSPORT
ბელარუსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჩეხეთში დააკავეს #1TVSPORT

ბელარუსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბაზანოვი და მისი მეუღლე ჩეხეთის პოლიციამ დააკავა. მორავია-სილეზიის პოლიციის პრესმდივნის თქმით, ისინი ეჭვმიტანილები არიან ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ზომების დარღვევაში. ხოლო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ვიზა არ ჰქონდათ.

ბელორუსის ფედერაციის ხელმძღვანელი ქალთა ნაკრების გასვლით მატჩზე გაემგზავრა, რომელიც ბელორუსის ნაკრების წარმომადგენლებში კორონავირუსის არაერთი შემთხვევის დადასტურების გამო ჩაიშალა.