ბელარუსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩემპიონატის გაგრძელებას ემხრობა

09:23, 04.04.2020

ბელარუსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური პუნტუსმა (რომელიც, ამჟამად ჟოდინოს „ტორპედოს“ ხელმძღვანელია) კორონავირუსის პანდემიის დროს ეროვნული ჩემპიონატის გაგრძელების შესახებ ილაპარაკა:

„მე არ შემიძლია ვთქვა, რომ პანიკაში ვარ, რადგან ვთამაშობთ. თუ ჩვენი დიდი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დღეს ასე უნდა ვიცხოვროთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, მაშინ მე და ჩემი გუნდი სათამაშოდ მზად ვარ“, – პუნტუსის კომენტარს „პრესბოლი“ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ჩემპიონატი არის ერთადერთი ევროპული საფეხბურთო ტურნირი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა.

მსგავსი