გარეტ ბეილის აგენტის ჯონათან ბარნეტის ცნობით, უელსელ ფეხბურთელს მადრიდის „რეალში“ დაბრუნება სურს, მაგრამ ზინედინ ზიდანს მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.
„ბეილს ისევ უყვარს მადრიდი და პრობლემა არ აქვს ამ კლუბის მიმართ. ეს შესანიშნავი გუნდია და მისი დაბრუნების პრობლემა არ იქნება. „რეალმა“ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა ფეხბურთელის დაბრუნება. ამის შესახებ კი ზიდანს უნდა ჰკითხოთ, რადგან ვფიქრობ რომ ის ამის წინააღმდეგია“, – ისაუბრა ბეილის აგენტმა Goal-თან.
ბეილი „ტოტენჰემს“ სამეფო კლუბიდან წინა წელს იჯარის წესით შეუერთდა. უელსელს ლონდონელთა რიგებში კარიერა არ აეწყო და მოურინიოს გუნდში სათამაშო დრო თითქმის არ აქვს.