ბეჟანიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი - „გრანდ რაპიდსმა“ რეგულარული სეზონი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი - „გრანდ რაპიდსმა“ რეგულარული სეზონი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

22 დეკემბერს NBA-ის განვითარების ლიგაში Showcase Cup-ის ბოლო შეხვედრები გაიმართა. დღეს, 6 იანვარს გამთენიისას კი G ლიგაში რეგულარული სეზონი დაიწყო და გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდმა“ პირველი მოგება გაიფორმა. ჯეისონ ტერის გუნდი „ვესტჩესტერ ნიქსს“ დაუპირისპირდა და 127-108 დაამარცხა.

ბეჟანიშვილი, წინა შეხვედრების მსგავსად, სასტარტო შემადგენლობაში იყო, 32 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. ამ დროში მან 10 ქულა, 14 მოხსნა (1 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ პერიმეტრიდან 2-ჯერ ისროლა და უშედეგოდ, ორქულიანი კი 6-დან 4 კალათში მოათავსა, საჯარიმოს ხაზთან კი 2-ჯერ დადგა და ერთხელ ჩააგდო. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მეტოქის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდა. ქართველ კალათბურთელს +/- მაჩვენებელი +12 ჰქონდა.

 

„გრანდ რაპიდს გოლდმა“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა. საუკეთესო 32 ქულით მეტ რაიანი იყო, 31 ქულა კი „ვესტჩესტერ ნიქსის“ კალათბურთელმა, ტაილერ ჰოლმა დააგროვა.

შემდეგ შეხვედრას გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი 7 იანვარს, ისევ „ვესტჩესტერ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.