ბეჟანიშვილის 17 ქულა და მეორე მოგება - გიორგი თავის გუნდში საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 17 ქულა და მეორე მოგება - გიორგი თავის გუნდში საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონის პარალელურად, G ლიგაც მიმდინარეობს, სადაც გუნდებმა მეორე შეხვედრები გამართეს. „დენვერ ნაგეტსისგანვიტარების ლიგის გუნდი, „გრანდ რაპიდს გოლდი“, სადაც გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს, ზედიზედ მეორედ „ვესტჩესტერ ნიქსს“ დაუპირისპირდა და ამჯერადაც გაიმარჯვა 110-96.

ქართველ კალათბურთელს კიდევ ერთ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მან 30 წუთი ითამაშა და ამ დროში 17 ქულის, 9 მოხსნის (1 შეტევაში), 1 ჩაჭრისა და 3 დაფარების დაგროვება მოასწრო. ბეჟანიშვილმა 5-დან 1 სამქულიანი, 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზთან კი 3-ჯერ დადგა და 2-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია ის, რომ გიორგი თავისგუნდში ტრევონ დუვალთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო.

 

წინა შეხვედრის მსგავსად, ეს მატჩის ჯეისონ ტერის გუნდმა კარგად დაიწყო და გადამწყვეტი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. მატჩი ყველაზე შედეგიანი „ვესტჩესტერის“ ბლეიკი ფრენცისი იყო.

ამ გამარჯვებით, „გრანდ რაპიდს გოლდს“ 2-დან 2 გამარჯვება დაუგროვდა და პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი ხვალ, 9 იანვარს „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.