ბეჟანიშვილის 15 ქულა მესამე შეხვედრაში - „ნაითჰოუკსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 15 ქულა მესამე შეხვედრაში - „ნაითჰოუკსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT

კანადის ელიტურ ლიგაში (CEBL) სეზონი მიმდინარეობს, სადაც გიორგი ბეჟანიშვილმა თავის ახალ გუნდში, „გუელფ ნაითჰოუკსში“ მესამე შეხვედრა გამართა. მისი გუნდი სტუმრად „სასკაჩევან რეტლერსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 81-84 დამარცხდა.

ბეჟანიშვილი ამჯერადაც სასტარტოში იყო და 29:28 წუთი ითამაშა, მან 15 ქულასთან ერთად, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. 23 წლის კალათბურთელმა 16-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და პერიმეტრიდან 2-ჯერ უშედეგოდ ისროლა. საჯარიმოს ხაზიდან კი 2-დან ერთი ბურთი კალათში მოათავსა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდ შესვენებაზე „ნაითჰოუკსი“ 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა და მეოთხე მეოთხედამდეც 6 ქულით იგებდა, მეტოქემ მატჩის შემოტრალება მოახერხა, ბოლო პერიოდში 9 ქულით მოიგო და საბოლოო ჯამში, 3 ქულით გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას ბეჟანიშვილის გუნდი ხვალ, 23 ივლისს „ედმონტონ სტინგერსთან“ გამართავს.