ბათუმის სტადიონი გამორჩეულთა შორისაა - 2020 წელს მსოფლიოში აშენებული საუკეთესო არენის გამოვლენა დაიწყო
ბათუმის სტადიონი გამორჩეულთა შორისაა - 2020 წელს მსოფლიოში აშენებული საუკეთესო არენის გამოვლენა დაიწყო

ბათუმის ახალი სტადიონი ინტერნეტ-გვერდის, StadiumDB.com-ის მიერ დაწყებულ ტრადიციულ გამოკითხვაში მოხვდა, რომლის მიზანიც გასულ წელს აშენებული მსოფლიოს საუკეთესო სპორტული არენის გამოვლენაა.

ვებ-გვერდის გამოკითხვაში 2020 წელს გახსნილი 20 სტადიონი მოხვდა. წლის საუკეთესო სტადიონს ჟიური არჩევს, რომელიც ცნობილი არქიტექტორებისგან შედგება, საუკეთესოს კი შემდეგი პარამეტრებით არჩევენ – არქიტექტურული, ფუნქციონალური და ინოვაციური კუთხით.

გამოკითხვა ტარდება გულშემატკივრებში, ხოლო ჟიური საკუთარ გადაწყვეტილებას გამოიტანს. გულშემატკივარმა უნდა შეარჩიოს საუკეთესო 5 არენა, პირველზე გასული 5 ვარსკვლავით უნდა მოინიშნოს, მეორეზე – 4 ვარსკვლავით და ა.შ.

ბათუმის სტადიონის გარდა, 20 საუკეთესოს შორის მოხვდნენ არენები, რომლებიც ააშენეს ყატარში, აშშ-ში, ისრაელში, ინგლისში, თურქეთში, ჩილეში, იაპონიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიაში, კოტ დივუარში, რუმინეთში, მალაიზიასა და ჩინეთში.

გამოკითხვა 7 მარტს დასრულდება, შედეგები კი 2021 წლის 10 მარტს გასაჯაროვდება. ხმის მიცემა შეგძლიათ ამ ბმულზე – ხმის მიცემა.