8 მაისს ორი „დინამო“ ბათუმის ახალ სტადიონზე ითამაშებს - ჰიბრიდული საფარი დიდ დატვირთვებს და რთულ კლიმატურ პირობებს უძლებს #1TVSPORT
8 მაისს ორი „დინამო“ ბათუმის ახალ სტადიონზე ითამაშებს - ჰიბრიდული საფარი დიდ დატვირთვებს და რთულ კლიმატურ პირობებს უძლებს #1TVSPORT

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ მატჩებამდე ბათუმის სტადიონზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა.

„ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის, ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. მინდვრის საფარი ბრიტანულმა წამყვანმა კომპანია Sispitches-მა უზრუნველყო“, – წერია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის გვერდზე.

ამავე დროს, დაკონკრეტებულია, რომ ახალი საფარი მსოფლიოში დიდი მოწონებით სარგებლობს.

„მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კლიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს. ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე, როგორებიცაა მილანის „სან-სირო“ და ბარსელონას „კამპ ნოუ“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა, სადაც ბათუმის „დინამომ“ უკვე ითამაშა, მაგრამ საფარს მთელ პარამეტრზე მზის სხივი ვერ წვდებოდა და შესაცვლელი გამოდგა. მის ნაცვლად კი ანალოგიურ ვითარებაში აპრობირებული ჰიბრიდული საფარი ამიტომაც დააგეს.

დატოვე კომენტარი