საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ბათუმში გამართავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის, კვიპროსის, ნორვეგიის და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში მოხვდა. პირველ მატჩს გუნდი 28 მარტს ჩაატარებს, მაგრამ შეხვედრის გამართვის ადგილი უცნობი იყო.

მუჯირის თქმით, საკითხი საბოლოოდ გადაწყდა და პირველი შეხვედრა ერლინგ ჰალანდის ნორვეგიასთან ბათუმის სტადიონზე გაიმართება, სადაც ეროვნულმა გუნდმა უკვე რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩაატარა.

ამის მიზეზი ისაა, რომ თბილისის ორივე ცენტრალურ სტადიონზე – „დინამო-არენასა“ და „მიხეილ მესხზე“ 21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს და 28 მარტამდე მატჩები ვერ გაიმართება.