ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი წარადგინა – გუნდის ახალწვეული ლადო დვალიშვილი გახდა. 33 წლის ფორვარდმა ბათუმის კლუბთან წელიწდნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვლადიმერ დვალიშვილი ბათუმის „დინამოს“ ღირსებას 2005-2006 წლებში, საფეხბურთო კარიერის დასაწყისში იცავდა. სხვადასხვა პერიოდში მას „სკონტოში“, „ლეგიაში“, „ოდენსეში“ ხაიფას „მაკაბიში“ და თბილისის „დინამოში“ უთამაშია, ბოლოს კი ს.კ. „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური ლადომ 34-ჯერ მოირგო.
შესაძლოა, დვალიშვილის დებიუტი ბათუმის „დინამოში“ ყოფილი კლუბის, „საბურთალოს“ წინააღმდეგ შედგეს. ეს შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შაბათს, 22 ივნისს გაიმართება.