ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი - სამი ლეგიონერის დამატებას ვაპირებთ
ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი - სამი ლეგიონერის დამატებას ვაპირებთ

ბათუმის „დინამო“ უახლოეს პერიოდში სამი ლეგიონერის დამატებას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა განაცხადა.

„გუნდის დაკომპლექტება მიმდინარეობს და გვსურს, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ. ვაპირებთ სამი ლეგიონერის დამატებას, რომლებიც, ჩემი აზრით, გუნდს გააძლიერებენ. ერთი მეკარეა, მეორე ცენტრალური მცველი და მესამე თავდამსხმელი, რომელიც ლუკაკუს სტილის ფორვარდია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლადო დვალიშვილმა.

ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორის თქმით, გუნდი ოთხმა მოთამაშემ დატოვა და სხვების საკითხიც განიხილება: „გუნდი დატოვეს რეინალდომ, ვაჟა ფაცაციამ, კიჭი მელიავამ და უკრაინელმა მეკარემ, იგორ ლევჩენკომ. კიდევ ოთხი მოთამაშის საკითხი ირკევვა. თუმცა, ჯერ მათ გვარებს ვერ დავაკონკრეტებ. ყველა მნიშვნელოვან სიახლეს თურქულ შეკრებამდე გავასაჯაროებთ“.