ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი - კანკავასთან ტრანსფერზე სერიოზულად არ გვილაპარაკია
ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი - კანკავასთან ტრანსფერზე სერიოზულად არ გვილაპარაკია

ბათუმის „დინამოს“ ახალი სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი არ ადასტურებს, რომ გუნდი საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას დამატებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

„ჯაბასთან ტრანსფერზე სერიოზული მოლაპარაკება არ გვქონია. უბრალოდ, ძმაკაცურად ვილაპარაკეთ. ეს ისე არ გაიგოთ, რომ გადმოსვლა მაინც შევთავაზეთ. ეს იყო მხოლოდ ლაპარაკი და არა – შეთავაზება“, – ამბობს ლადო დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას ყაზახური კლუბთან, კოსტანაისტობოლითან“ კონტრაქტი წლის ბოლოს დაუსრულდა, ისევე როგორც ნიკა კვეკვესკირს და გუნდი დატოვა.

კანკავამ და ბათუმელთა ახალმა დირექტორმა, ლადო დვალშვილმა კარიერა ერთად დაიწყეს, ორივე 34 წლისაა და ორივემ პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები თბილისის „დინამოში“ გადადგა. დვალიშვილმა კარიერა ბოლო ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა და სპორტულ დირექტორად დანიშნეს.