ბათუმი 2019 – 14 წლის ნათია გადელიას დებიუტის და რევაზ დავითაძის მედლების მოლოდინი
ბათუმი 2019 – 14 წლის ნათია გადელიას დებიუტის და რევაზ დავითაძის მედლების მოლოდინი

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მეექვსე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს. სპორტის სასახლის ფიცარნაგზე, პირველი ნათია გადელია გავა, რომელიც ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. ნათია 14 წლისაა და 76 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ბ“ ჯგუფში ასპარეზობს.  გადელიას  გამოსვლა 15:00-ზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ნახვა შესაძლებელი „პირველი არხი სპორტის“ „იუთუბზე“ (Youtube) იქნება.

18:00-იდან საქართველოს პირველ არხზე შეძლებს გულშემატკივარი ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორის რევაზ დავითაძის ასპარეზობის ნახვას. უკვე საკმაოდ ტიტულოვანი დავითაძე 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და წონის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე სამი მედალი აქვს. აკვრაში ოქრო შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) დაისაკუთრა.