ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უბრძოლველად გავიდა ინდიან უელსის „მასტერსის“ მესამე წრეში. მე-18 ნომრად განთესილი ჩვენი თანამემულე პირველი რაუნდიდან თავისუფალი იყო, მეორეში კი იტალიელ ფაბიო ფონინის უნდა შეხვედროდა, რომელმაც ტრავმის გამო თამაშზე უარი თქვა.
მესამე წრეში ქართველის მეტოქე ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება. მან მეორე წრეში ესპანელი პაბლო მარტინესი 6:3, 6:3 დაამარცხა.
სხვათა შორის, ნორი და ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ შარშანდელი ფინალისტები არიან. კორონავირუსის გამო, 2021 წელს ტურნირი ოქტომბეში გაიმართა და გადამწყვეტი მატჩი ბრიტანელმა სამ სეტში მოიგო – 3:6, 6:4, 6:1. ნორი და ბასილაშვილი შარშან როტერდამის ტურნირშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა იმ მატჩიც გაიმარჯვა – 6:0, 6:3. ასე რომ, ნორი ურთიერთშეხვედრებში ქართველს 2:0-ს უგებს.