ბარსელონაში ათასობით ადამიანმა ყოფილი ხელისუფლების წევრების გასამართლება გააპროტესტა
ბარსელონაში ყოფილი ხელისუფლების წევრების გასამართლება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. 12 პოლიტიკოსს ამბოხსა და ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. მათი სასამართლო პროტესტი 12 თებერვალს დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხევაში, მათ 25-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაპატიმრებულთა მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო კატალონიის ლიდერი და რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარეც. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „თვითგამორკვევა დანაშაული არ არის“.
მომიტინგეებმა ციხეში მყოფ კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრებს პოლიტპატიმრები უწოდეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.