„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ნახევარმცველი პედრი ორკვირიან შვებულებას მიიღებს. ეს „ბილბაოსთან“ ლა ლიგას მეორე ტურის შემდეგ მოხდება. მატჩი შაბათს გაიმართა და 1:1 დასრულდა.
„გარკვეული ხანი ვფიქრობდით იმაზე, რა მოგვერხეხებინა პედრისთვის. გადავწყვიტეთ, რომ „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ის ორი კვირით დავასვენოთ. მას ეს სჭირდება. შეუძლებელია ასე ხშირად თამაში, როგორც ამას ის აკეთებს. ის იმსახურებს მინიმუმ ორკვირიან დასვენებას“, – განაცხადა „მარკასთან“ კომენტარში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
2020-21 წლების სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჯამში 73 მატჩი ჩაატარა.