„ბარსელონა“ პედრის გასაყიდად მზად არის #1TVSPORT
„ბარსელონა“ პედრის გასაყიდად მზად არის #1TVSPORT

„ბარსელონა“ მზად არის, 2024 წლის ზაფხულში გამოეთხოვოს თავის ერთ-ერთ წამყვან ნახევარმცველს, პედრის.

როგორც გაზეთი Marca იტყობინება, კატალონური კლუბი მზადაა, განიხილოს ყველა შეთავაზება 21 წლის მოთამაშესთან დაკავშირებით. ამის გამო „ბარსელონამ“ შეაჩერა ნახევარმცველთან მოლაპარაკებების პროცესი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ პედრის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ნახევარმცველი კატალონურ გრანდში 2019 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 138 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პედრის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული.