ლისაბონის „სპორტინგის“ გოლკიპერმა ლუიშ მაშიმიანუმ არაერთი წამყვანი ევროპული კლუბის ყურადღება მიიქცია.
„მილანის“ კვალდაკვალ, პორტუგალიის ნაკრების კარის 21 წლის მცველით კატალონიური „ბარსელონაც“ ინტერესდება. ესპანურ გრანდში მაშიმიანუს გუნდის ძირითადი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონკურენტად მოიაზრებენ. გოლკიპერს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.