საფრანგეთში გამოაცხადეს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი გახდება #1TVSPORT
საფრანგეთში გამოაცხადეს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი გახდება #1TVSPORT

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი „პარი სენ-ჟერმენში“ დაინიშნება, – ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა რადიო RTL-ის ეთერში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრისტოფ გალტიეს მუშაობა პარიზულ კლუბში კრიტიკის საგანი გახდა, განსაკუთრებით გუნდის მართვის მხრივ. ასევე იმის გამო, თუ როგორ იყენებს მთავარი მწვრთნელი კილიან მბაპეს.

გალტიე „პარი სენ-ჟერმენს“ ამა წლის ივლისიდან წვრთნის. პარიზელები ლიდერობენ ლიგა 1-ს 10 ტურის შემდეგ. ამორიმი „სპორტინგს“ 2020 წლის მარტიდან ავარჯიშებს – მას ოთხწლიანი კონტრაქტი აქვს. მიმდინარე სეზონში ლისაბონელები ცხრა ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერს ცხრა ქულით ჩამორჩებიან.