გაზეთი AS - კრიშტიანო რონალდოს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი დარჩა: „სპორტინგი“ და „დორტმუნდი“
გაზეთი AS - კრიშტიანო რონალდოს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი დარჩა: „სპორტინგი“ და „დორტმუნდი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა – ლისაბონის „სპორტინგი“ ან „დორტმუნდი“. ამის შესახებ წერს გაზეთი AS.

ცოტა ხნის წინ, მანჩესტერელები არ განიხილავდნენ 37 წლის პორტუგალიელის გაყიდვის ვარიანტს, მაგრამ პრემიერლიგის მეორე ტურში „ბრენტფორდთან“ (0:4) წაგებამ და შემდეგ რონალდოს გამომწვევმა საქციელმა აიძულა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა გადაეხედა საკუთარი პოზოციისთვის.

თავის მხრივ, პორტუგალიელს ისევ სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ვარიანტებზე მუშაობს, მაგრამ დღეისთვის რეალურის მხოლოდ გერმანულ ან პორტუგალიურ გუნდში გადასვლა.

„დორტმუნდი“ აგრძელებს კიბოთი დაავადებული სებასტიან ალერისთვის ღირსეული შემცვლელის ძებნას. გერმანულმა კლუბმა შეიძინა 34 წლის ანტონი მოდესტე, მაგრამ ცხადია, რომ რონალდოს მეტი ეფექტურობის მიცემა შეუძლია დორტმენდელებისთვის. მხარეებს შორის უკვე არის კონტაქტები.

კრიშტიანოსთვის მეორე გზა – მშობლიურ „სპორტინგში“ დაბრუნებაა. გასულ სეზონში ეს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და ამის შემდეგ დაიწყო აქტიური ლაპარაკი რონალდოს დაბრუნებაზე.

პრემიერლიგის ორი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო ადგილზეა ნული ქულითა და 1:6 ბურთების შეფარდებით. კრიშტიანო რონალდომ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.