ბაქოს გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ბაქოს გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ხუთ ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება, ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) ტურნირზე მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია, რომლის მოპოვებაც ჯაბა პაპინაშვილმა შეძლო.

საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი კაცებისა და ქალი ძიუდოისტების გარეშე გამოდის.