ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი, ოთხ პირს ამ დრომდე ეძებენ
ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი, ოთხ პირს ამ დრომდე ეძებენ

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა. „ბიბისის“ ცნობით, შემთხვევის შემდეგ მაშველებმა ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც ცნობილია, გემის შეჯახების მომენტში ხიდზე რვა მუშა იმყოფებოდა.

მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ოთხს ამ დრომდე ეძებენ.

გემის შეეჯახების შედეგად ხიდი მთლიანად დაინგრა.