მარიო ბალოტელიმ სერია-ბ-ში სადებიუტო მატჩი გამართა. მისი გუნდი „მონცა“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა – 3:0.
შეხვედრის მეოთხე წუთზე ანგარიში სწორედ „მონცას“ ახალწვეულმა, მარიო ბალოტელიმ გახსნა.
იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავის კარიერა ბოლო წლებში ნამდვილად არ იყო სახარბიელო და ერთ დროს ყველა კლუბისთვის სასურველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელიმ „მონცასთან“ კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა და აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდა.