ლუის სუარესი ახლოს არის „მილანში“ გადასვლასთან #1TVSPORT
ლუის სუარესი ახლოს არის „მილანში“ გადასვლასთან #1TVSPORT

ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა, შესაძლოა, კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

35 წლის ფეხბურთელი ერთ ნაბიჯშია „მილანში“ გადასვლასთან. ასევე „ბარსელონას“ ექს-ფორვარდისთვის ბრძოლაში „მონცა“ ჩაება.

იტალიური კლუბები მზად არიან სუარესს წელიწადში ოთხი მილიონი ევრო გადაუხადონ, – იტყობინება გაზეთი As.

ლუისის მომავალზე ილაპარაკა მისმა აგენტმა მარკო კირდემირმა: „ვიღებ ლუისთან დაკავშირებით წინადადებებს და მუდმივი კავშირი მაქვს მასთან. „ფენერბაჰჩე“ დაუკავშირდა მას და ექვსი მილიონი შესთავაზა, მაგრამ ლუისმა უარი განაცხადა.

მას იტალიაში თამაში უნდა, იქიდან ორი წინადადებაა, ერთ-ერთი – „მონცასგან“. ისინი ოთხ მილიონ ევროს სთავაზობენ წელიწადში. მაგრამ ლუისის საიმიჯო უფლებები ძვირი ღირს, ამიტომაც ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს“.

ლუის სუარესმა ამ ზაფხულს დატოვა მადრიდის „ატლეტიკო“ თავისუფალი აგენტის რანგში.