„ბაიერნი“ ლუკას ერნანდესს არ დათმობს
„ბაიერნი“ ლუკას ერნანდესს არ დათმობს

გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ლუკას ერნანდესზე იმედს ამყარებს და ფეხბურთელს გუნდში ტოვებს, – იუწყება „ბილდი“.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანული მხარე „პარი სენ-ჟერმენის“ შემოთავაზებაზე უარს იტყვის და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელს არ გაასხვისებს.

ერნანდესი „ბაიერნმა“ 2019 წელს „ატლეტიკოსგან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მცველმა მიუნხენური კლუბის რიგებში 21 მატჩი ჩაატარა.